კვირის პალიტრა
„კვირის პალიტრა“ — ქართულენოვანი ყოველკვირეული გაზეთი. დაარსდა 1995 წლის 18 აპრილს. გამოდის ყოველ ორშაბათს.
გამომცემლობა პალიტრა L
„გამომცემლობა პალიტრა L“ შეიქმნა 2005 წელს. ათი წლის მანძილზე გამომცემლობამ განახორციელა მრავალი ძალზე მნიშვნელოვანი, ინოვაციური, მასშტაბური პროექტი. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო პროექტი,„50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, რის შედეგად გამომცემლობამ წამყვანი პოზიცია დაიმკვიდრა საქართველოს წიგნის ბაზარზე.
ამჟამად „გამომცემლობა პალიტრა L“ წლის განმავლობაში გამოსცემს 400-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ჟანრის ქართველი და უცხოელი ავტორის წიგნს.
ფავორიტი
ფავორიტის სერვისების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და უამრავი პროდუქტის შექმნის საშუალებას იძლევა. ფავორიტი ბეჭდავს, როგორც ციფრულად, ასევე ოფსეტურად, მუშაობს ფართო და მცირე მასშტაბებზე.
GeoPaper
კომპანია “GeoPaper” დაარსდა 2005 წელს შპს „ჯეპ“ ის სახელწოდებით და ის წარმოადგენს პალიტრა მედია ჰოლდინგის შვილობილ კომპანიას.
"პალიტრა მედია’’ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ მულტიმედია ჰოლდინგს. ჩვენ საზოგადოების ყველა ფენისა და სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის ვქმნით ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი ინფორმაციის მიღების მრავალფეროვან შესაძლებლობებს: ბეჭდვითი, ინტერნეტ, რადიო და სატელევიზიო მედიისა და საგამომცემლო საქმიანობის გამოყენებით. ვმართავთ მედია და საგამომცემლო პროდუქტების წარმოებისა და გავრცელების სრულ ციკლს.
კომპანია “GeoPaper” წარმოადგენს ქაღალდისა და პოლიგრაფიული მასალების იმპორტიორ უმსხვილეს ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს ქაღალდის ბაზრის უდიდესი ნაწილი უკავია. ჩენი ქაღალდით იბეჭდება საქართველოში ყველაზე ცნობილი წიგნები, როგორიც არის: “Top თრილერი“; „წლის ბესტსელერი“; „ახალი ქართული ლიტერატურა“; „ლურჯი ოკეანე“. გარდა წიგნებისა ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს გაზეთების გამომცემლობებთან, რომელთა შორის აღსანიშნავია 21 წლის ისტორიის მქონე გაზეთი „კვირის პალიტრა“, სწორედ ჩვენი უმაღლესი ხარისხის საგაზეთე ქაღალდზე იბეჭდება ეს მრავალწლიანი ისტორიის მქონე გაზეთი, ასევე აღსანიშნავია გაზეთი „ასავალ დასავალი“, „სიტყვა და საქმე“. ჩვენი პროდუქცია მოიცავს მსოფლიოში აღიარებული ქაღალდის მწარმოებლების ნუსხას: Holmen; Eska Board; Perlen; UPM; Heinzel; Toras Papel; Stora Enzo და ა.შ. სორედ ჩვენ გვაკისრია მაღალი პასუხისმგებლობა ბეჭდური მედიის მოყვარულებთან, რადგან გვჯერა რომ ბეჭდური მედია მსოფლიოში გავრცელებული ინფორმაციის მიღების წყაროა, რომელსაც მუდმივად ეყოლება საკუთარი მოყვარულები.
გორგია
ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ კავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან მუშაობს.
კარფური
ფრანგული ტრანსნაციონალური საცალო ვაჭრობის ქსელი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტების ქსელი, საქართველოს ბაზარზე დაარსდა 2012 წლიდან.
ნიკორა
20 წლიანი ისტორიის მქონე, ქართული ტრადიციების ბრენდი. საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა 2000 წლიდან.
მაგნიტი
სუპერმარკეტების ქსელი საქართველოში ფართოდ გავრცელებული ქსელია, რომელმაც ოპერირება 2015 წლიდან დაიწყო. მაგნიტი საქართველოს ყველა რეგიონშია წარმოდგენილი და მომხმარებლებს სტანდარტიზებულ, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.